გია ცაგარეიშვილი – NDI-ის კვლევაზე: უმჯობესია, დაველოდოთ არჩევნებს და რეალური სურათი სწორედ იქ გამოჩნდება
„ჩვენ ამგვარ კვლევებს ნაკლებად ვენდობით”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა NDI-ის კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა.
მისივე თქმით, რეალური სურათი არჩევნების დროს გამოჩნდება.
“არ არის სანდო მრავალი მიზეზის გამო. ვინც ველს იკვლევს, ქართული ორგანიზაციები ხშირ შემთხვევაში დაკავშირებულები არიან „ნაციონალურ მოძრაობასთან. უმჯობესია დაველოდოთ არჩევნებს და რეალური სურათი სწორედ იქ გამოჩნდება. გარწმუნებთ, რომ ბევრად მაღალი იქნება „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის პროცენტები, ვიდრე IRI-ის ამ ან წინა კვლევაში იყო მითითებული“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
შეგახსენებთ, NDI-ის გამოკითხვის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 20%, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 5%.