დავით მათიკაშვილი – კრამონზე: წარმოუდგენელია, რომ ასეთი განცხადებების ავტორს სურდეს რაიმე სახის სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, სტატუსის მონიჭება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მიმართ არამეგობრული განცხადებებით გამოირჩევა.

მისივე თქმით, დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ასეთი განცხადებების ავტორს საქართველოსთვის რაიმე სახის სიკეთე სურდეს.

„ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა არამეგობრული განცხადებებით საქართველოს მიმართ, რადგანაც ხალხისა და ხელისუფლების გამიჯვნა მაშინ, რომელიც სწორედ ხალხის მაღალი ნდობითა და ლეგიტიმაციით სარგებლობს, ეს არის, ფაქტობრივად, არამეგობრული განცხადებები უშუალოდ საქართველოს, როგორც ქვეყნის მიმართ. შესაბამისად, დაუშვებელი და წარმოუდგენელია, რომ ასეთი განცხადებების ავტორს სურდეს რაიმე სახის სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის, მით უმეტეს, სტატუსის მონიჭება“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს მოხდება არა იმიტომ, რომ მთავრობამ და მმართველმა პარტიამ შეასრულეს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული ყველა პრიორიტეტი, არამედ იმიტომ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს ამას და გეოპოლიტიკური ლოგიკა მოითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები