ბელგრადში, სკოლაში სროლის დროს დაღუპულთა რიცხვი 9-მდეა გაზრდილი, მათგან 8 მოსწავლეა

ბელგრადში, სკოლაში სროლის დროს 9 ადამიანია დაღუპული, მათგან 8 მოსწავლეა, ერთი – დაცვის თანამშრომელი.

გარდა ამისა, მომხდარის შედეგად, 7 ადამიანია დაჭრილი, მათგან 6 ბავშვი და ერთი მასწავლებელია, რომლებიც ამჟამად ჰოსპიტალიზებულები არიან.

ამის შესახებ ინფორმაციას “ვეჩერნიე ნოვოსტი” ავრცელებს.

სკოლაში სროლაში ბრალდებული ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეა – 2009 წელს დაბადებული კ.კ;, რომელიც სკოლის ეზოში იქნა დაკავებული.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

რა გახდა ცეცხლის გახსნის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები