არჩილ თალაკვაძე – ოპოზიციაზე: ისინი არიან ქვეყნის ოპოზიციაში
“ისინი არიან ქვეყნის, საქართველოს ოპოზიციაში და ცდილობენ, რომ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგას.
„პირველი საგამოძიებო კომისია სწორედ ჩვენ მიერ რეფორმირებული რეგლამენტით შექმნა ოპოზიციამ. ვერანაირად მივიღებთ ბრალდებას, რომ ჩვენ ოპოზიციას ყველა საგამოძიებო კომისია დავუბლოკეთ. პირველად მოხდა და ისიც სასამართლოზე, როდესაც ოპოზიციამ სცადა ამ კომისიის შექმნა, მანამდე ყველა მათი ინიციატივა მუქარა, დაპირება, რომ კომისიას შექმნიდნენ ისევ მათივე მიზეზით, იმის გამო რომ არ დადიოდნენ სხდომებზე, არ ჰქონდათ საკმარისი ხმები და ერთმანეთში ვერ კოორდინირდებოდნენ, მხოლოდ ამის გამო ვერ ქმნიდნენ. ჩვენ, სახელმწიფო და საჯარო ინტერესების მხარეს ვდგავართ და ვიცავთ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ხელისუფლება. ისინი არიან ქვეყნის, საქართველოს ოპოზიციაში და ცდილობენ, რომ დაბლოკონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს არის მიზეზი, რატომ არ დავუჭირეთ მხარი ამ კომისიას“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.