მამუკა მდინარაძე: ოპონენტები ზრუნავენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს
“ჩვენი ოპონენტები იმაზე ზრუნავენ, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციას რომ ქვეყანა უყვარდეს, მისი ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედებდა.
„ასეთი დეტალები უხარიათ და ამაზე აწყობენ პიარს. მათ რომ საქართველო უყვარდეთ, ყველაფერი გვერდზე უნდა გადადონ და უნდა თქვან – ახლა ყველაფერი გვერდზე გადავდოთ, საქართველო ამ მოცემულობით კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, აი, ეს იქნება ევროპული საქმე“, – აღნიშნა მდინარაძემ.