მამუკა მდინარაძე: შუალედური არჩევნების შედეგმა აჩვენა ერთი მთავარი რამ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კი არ შემცირდა, გაიზარდა

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, შუალედური არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი გაიზარდა.

“შუალედური არჩევნების შედეგმა აჩვენა ერთი მთავარი რამ, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი კი არ შემცირდა, გაიზარდა და, რაც  უნდა გასაკვირი იყოს, ეს ის არჩევნებზე დადასტურდა, როდესაც ამომრჩევლებს საარჩევნო უბნებთან მისვლის მოტივაცია პრაქტიკულად არ ჰქონდა. ამ მოცემულობითაც კი, „ქართული ოცნების“ მომხრეთა რაოდენობა უკონკურენტო არჩევნებში ათეულობით პროცენტით გაიზარდა. იმ დროს, როდესაც IRI-მ გვითხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ 19% აქვს. მეტი რეალური კვლევა რაღა უნდა ჩატარდეს? დადასტურდა, რომ კვლევა არის ყალბი და რეალობა სხვა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა გაზრდილია და არა ერთი პროცენტით“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები