აშშ-ის ილინოისის შტატში მტვრის ქარიშხლის გამო გზატკეცილზე რამდენიმე ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც, მინიმუმ, 6 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, სპრინგფილდის მახლობლად ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 60-მდე ავტომობილისა და რამდენიმე ტრაილერის შეჯახება მოხდა.
30-ზე მეტი ადამიანი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
“ავარიის მიზეზი არის ძლიერი ქარი, რომელსაც მინდვრებიდან გზატკეცილზე მტვერი მოაქვს, რაც იწვევს ხილვადობის ნულოვან დონეს”, – განაცხადა ილინოისის შტატის პოლიციის მაიორმა, რაიან სტარიკმა.