ბექა ოდიშარია – 30 აპრილის აქციის მონაწილეებზე: შეგვიძლია, მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის, რომ ისინი ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ბექა ოდიშარია თბილისში გუშინ გამართულ აქციას გამოეხმაურა.
“თუ გადავხედავთ, ამ ადამიანების საზოგადოებრივი რეიტინგი ძალიან მაღალი არის და არ არის დაკავშირებული არცერთ პარტიასთან. მათ აქვთ გამოხატვის უფლება და შეგვიძლია, მხოლოდ მადლიერება გამოვხატოთ იმისთვის, რომ სოლიდარულები არიან და ეთანხმებიან საქართველოს ხელისუფლების დღევანდელ სამშვიდობო პოლიტიკას“, – განაცხადა ოდიშარიამ.
შეგახსენებთ, გუშინ რესპუბლიკის მოედანზე გია გაჩეჩილაძისა და ზაზა პაპუაშვილის მიერ ორგანიზებული აქცია „მოვდივარ – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ გაიმართა.