30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა 

30 აპრილს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეები პროფესიულ დღეს – საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს ზეიმობენ. ქართული ჯარის 32 წლის იუბილე ვაზიანში, მე-4 ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე აღინიშნა, რომელიც მარშის თანხლებით საქართველოს სახელმწიფო დროშისა და თავდაცვის ძალების დროშის შემოტანით გაიხსნა.

ოფიციალური ღონისძიება სამხედრო ორკესტრის მიერ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით დაიწყო, რომლის მსვლელობის დროსაც ქვემეხებიდან საზეიმო ზალპების გასროლის ხმა გაისმა.

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, თბილისის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები