პეტრე პოროშენკომ დონეცკში შექმნილი ვითარების გამო თურქეთში ვიზიტი გადადო

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ დონბასში არსებული სიტუაციის გამო თურქეთში ვიზიტი შეწყვიტა და ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომა მოიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„დონეცკის ოლქში, მათ შორის ამბროსიევკასა და სტარობეშევოში სიტუაციის გამწვავების გამო, მე მივიღე გადაწყვეტილება შემეწყვიტა სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, რადგან რუსეთის არმია შემოიჭრა უკრაინაში“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
პეტრე პოროშენკოს თქმით, დღეს სამომავლო მოქმედებების გეგმის შესამუშავებლად მოწვეული იქნება ნაციონალური უშიშროების საბჭოს სხდომა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით ასევე შედგება გაეროს უშიშროების საბჭოს კრება.
„უკრაინაში სიტუაციის მკვეთრ გამწვავებას მსოფლიომ შეფასება უნდა მისცეს“, – აცხადებს პოროშენკო.
მისივე განცხადებით, უკრაინა თავის ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს ევროკავშირის საგანგებო ყრილობა გამართონ.

წყარო : president.gov.ua

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები