კენიაში რელიგიური კულტის მიმდევართა მსხვერპლის რაოდენობა 109-მდე გაიზარდა
კენიაში, რელიგიური კულტის მიმდევართა მასობრივი სიკვდილის გამოძიების ფარგლებში, ნაპოვნი ცხედრების რაოდენობა 109-მდე გაიზარდა, მათ შორის არიან ბავშვებიც.
ამის შესახებ კენიური გაზეთი – Nation-ი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოძიების ფარგლებში, პოლიციამ 29 ადამიანის გადარჩენა შეძლო.
რელიგიური კულტის მიმდევრები, “იესოსთან შესახვედრად”, სავარაუდოდ, შიმშილით გარდაიცვალნენ, რომლისკენაც მათ პასტორმა მაკენზი ნტენგემ უბიძგა.
15 აპრილს ნტენგე მას შემდეგ დააკავეს, რაც ოთხი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლებიც, სავარაუდოდ, მსგავს ვითარებაში დაიღუპნენ.
გასულ თვეში ის დაკავებული იყო ორი ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მაგრამ შემდეგ 10 000 შილინგის (დაახლოებით, $74) გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.