რუსეთში სახელმწიფო ღალატისთვის უკვე სამუდამო პატიმრობით დასჯიან
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის თანახმად, სახელმწიფო ღალატისთვის პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
კანონპროექტი აპრილში სახელმწიფო სათათბიროს წარედგინა, რომელიც მეორე და მესამე მოსმენით იქნა მიღებული, შემდგომ კი, ფედერაციის საბჭოს მიერ დამტკიცებული.
მანამდე, სახელმწიფო ღალატისთვის სასჯელი 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.
გარდა ამისა, გამკაცრდა სასჯელი დივერსიისა და ტერორიზმისთვის.
თუ მანამდე დივერსიის მოწყობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა იყო გათვალისწინებული, ჩასწორებული რედაქციით ის უკვე 20 წელიწადს გულისხმობს, ხოლო ტერორისტული საქმიანობა 12 წლით დაისჯება, ამჟამინდელი 10-ის ნაცვლად.