განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები გიორგი ამილახვარს შეხვდნენ

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე და კომიტეტის წევრები, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, გიორგი ამილახვარს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა კომიტეტის წევრებს სამინისტროს სამომავლო გეგმები გააცნო. შეხვედრაზე განათლების მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე იმსჯელეს.

„მოვისმინეთ მინისტრის გეგმები. მას აქვს ძალიან კარგი ხედვა თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. მნიშვნელოვან საკითხებზე გვაქვს პოზიციათა თანხვედრა, რაზეც გავაგრძელებთ აქტიურად თანამშრომლობას”, – განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები