უმანში სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, მათგან ორი ბავშვია
რუსი ოკუპანტების მიერ ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანზე მიტანილი სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა, 18 დაშავებულია.
ამის შესახებ ქვეყნის შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
რუსმა ოკუპანტებმა დღეს უკრაინის ტერიტორია დაბომბეს. უმანში ჭურვი მაღალსართულიან სახლს მოხვდა.
ასევე, დაიბომბა დნიპრო, სადაც დედა-შვილი დაიღუპა.