უკრაინაში ჩეხეთის და სლოვაკეთის პრეზიდენტები ჩავიდნენ

უკრაინაში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა ჩავიდნენ.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი ვიზიტი გასაიდუმლოებული იყო.

პაველს და ჩაპუტოვას კიევში მატარებელთან, სხვა პირებთან ერთად, ჩეხეთში უკრაინის ყოფილი ელჩი, ევჰენ პერებინისი და ჩეხეთის ელჩი კიევში, რადეკ მატულა დახვდნენ.

ცნობილია, რომ პაველი და ჩაპუტოვა ბოროდიანკაში გაემგზავრნენ, სადაც მათ უკვე დაათვალიერეს ოკუპანტების მიერ დანგრეული საცხოვრებელი კორპუსები.

მოსალოდნელია, რომ ლიდერები კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის მთავრობის წევრებს შეხვდებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები