“მშვიდობისკენ გზა უკრაინის F-16-ებით შეიარაღებაშია” – კულება
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთის ღამის სარაკეტო იერიშები კიდევ ერთი დასტურია იმის, რომ უკრაინას F-16 თვითმფრინავები სჭირდება.
როგორც მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა, სარაკეტო დარტყმები, რომლებიც უდანაშაულო უკრაინელებს ძილში კლავს, მათ შორის, ორი წლის ბავშვს – რუსეთის პასუხია ყველა სამშვიდობო ინიციატივაზე.
“მშვიდობისკენ გზა უკრაინიდან რუსეთის გაძევებაშია. მშვიდობისკენ გზა უკრაინის F-16-ებით შეიარაღებაშია, ასევე, ბავშვების რუსული ტერორისგან დაცვაში”, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
რუსმა ოკუპანტებმა, გვიან ღამით დნიპრო და უმანი დაბომბეს. დნიპროში იერიშს 2 წლის ბავშვი და მისი 31 წლის დედა ემსხვერპლნენ, ხოლო უმანში მსხვერპლის რაოდენობა 10-მდეა გაზრდილი.