ქალაქ უმანში რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა

ჩერკასის ოლქის ქალაქ უმანზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა.

„სამწუხაროდ, უმანში დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან ახლახან დაღუპული უმანის მაცხოვრებლების კიდევ სამი ცხედარი ამოიყვანეს. 10:05 საათისთვის რუსული აგრესიის მსხვერპლი ასეთია“, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა.

იგორ კლიმენკოს ცნობით, წინასწარი მონაცემებით, დანგრეულ მონაკვეთში 109 ადამიანი ცხოვრობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები