აშშ კოლუმბიასა და გვატემალაში მიგრანტების ახალ ცენტრებს გახსნის
ამერიკის შეერთებული შტატები კოლუმბიასა და გვატემალაში მიგრანტების ახალ ცენტრებს გახსნის. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ახალი რეგიონული ობიექტები თვეში ათასობით განაცხადს განიხილავენ და ლეგალური მიგრაციის გზები გაფართოვდება.
გარდა ამისა, გაორმაგდება ან გასამმაგდება იმ პირთა დეპორტაციის რიცხვი, რომლებსაც აშშ-ში ყოფნის უფლება არ აქვთ.
მიგრანტების მონაცემების დამუშავების ცენტრები საშუალებას მისცემს წარმატებულ განმცხადებლებს, ლეგალურად შევიდნენ აშშ-ში და გააუმჯობესონ ხელმისაწვდომობა ისეთ დახმარებაზე, როგორიცაა ლტოლვილთა განსახლების პროცესი და ოჯახის გაერთიანება.
BBC-ის ინფორმაციით, თვეში მოსალოდნელია 5000-დან 6000-მდე ადამიანის მონაცემის დამუშავება, თუმცა, ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.
აშშ-ის მთავრობის თანახმად, შეერთებულ შტატებში, ყოველთვიურად, დაახლოებით 200 000 უსაბუთო მიგრანტი ცდილობს შესვლას.