მერის ინფორმაციით, დნიპროზე რუსი ოკუპანტების თავდასხმას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლნენ
დნიპროზე გამთენიისას რუსი ოკუპანტების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ახალგაზრდა ქალი და 3 წლის ბავშვი ემსხვერპლნენ ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერი, ბორის ფილატოვი ავრცელებს.
„კიდევ ერთხელ დახოცეს მშვიდობიანი მოქალაქეები დნიპროში. ველოდებით ოფიციალურ ინფორმაციას სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციისგან“, – წერს ფილატოვი Facebook-ზე.