ვალერი ზალუჟნი: უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს
უკრაინის თავდაცვის ძალებმა 23 რუსული Kh-101/Kh-555 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ვალერი ზალუჟნი Telegram-ზე წერს.
მისი თქმით, ასევე, ჩამოგდებულია ოპერატიულ-ტაქტიკური ორი უპილოტო საფრენი აპარატი.
„დაახლოებით, დილის 04:00 საათზე რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ უკრაინას „ტუ-95“ ტიპის სტრატეგიული თვითმფრინავიდან. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, Х-101 და Х-555 ტიპის 23 ფრთოსანი რაკეტიდან 21 გაანადგურეს, განადგურებულია, ასევე, ორი ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი“, – განაცხადა ზალუჟნიმ.