აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების დემოკრატიას საფრთხეს უქმნის.
„შეიძლება მე არ ვარ ერთადერთი, მაგრამ კარგად ვიცნობ მას და ვიცი, რა საფრთხეს უქმნის ის ჩვენს დემოკრატიას. ჩვენ ეს გზა უკვე გავიარეთ“, – აღნიშნა ბაიდენმა სამხრეთ კორეელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ ჯო ბაიდენმა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადა და წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. ბაიდენი ამერიკელ ხალხს ტრამპთან დაკავშირებული „ექსტრემისტებისგან“ დაცვას დაჰპირდა. ამასთან, საარჩევნო კამპანიის დაწყებისას აშშ-ის პრეზიდენტის დანაპირები 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის ამსახველ კადრებს მოიცავდა.