უკრაინელი რეპორტიორი ბოგდან ბიტიკი, რომელიც იტალიური გაზეთის La Repubblica-ს კორესპონდენტს, კორადო ზუნინოს უკრაინის ომის გაშუქებაში ეხმარებოდა, ხერსონში მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ხერსონის გარეუბანში სნაიპერის მიერ გასროლის შედეგად მხარში დაიჭრა ზუნინიც, თუმცა ის გადარჩა და ახალ უსაფრთხოდაა.
გაზეთის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ჟურნალისტი გამოცდილი რეპორტიორი იყო და მათ ტყვიაგაუმტარი ჟილეტები ეცვათ, რომელზეც ეწერა „პრეს“.
„მათ გვესროლეს, დავინახე, რომ ბოგდანი მიწაზე იწვა, უძრავად. მე ვცოცავდი და როდესაც დაბომბვის ზონიდან გამოვედი, სამოქალაქო მანქანისკენ გავიქეცი. რამდენჯერმე ვცადე ბოგდანთან დარეკვა, მაგრამ არ მიპასუხა. ის ჩემი მეგობარი იყო და მისი დაკარგვის გამო აუტანელ ტკივილს ვგრძნობ“, – განუცხადა ზუნინომ თავის კოლეგებს სატელეფონო საუბრისას.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანტონიო ტაიანის განცხადებით, იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თანამშრომლობს კიევში საელჩოს თანამშრომლებთან და უკრაინის ხელისუფლებასთან, რათა იტალიელი ჟურნალისტის ევაკუაცია რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოხდეს.