გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში „სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

„სამრეწველო ემისიების შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა დეპუტატებს კანონპროექტის სამუშაო ვერსია წარუდგინა.

მისი განცხადებით, კანონპროექტის მიზანია სამრეწველო საქმიანობებიდან გარემოს დაბინძურების მაქსიმალური შემცირება და პრევენცია. ასევე, ეროვნული სანებართვო სისტემის სრულად ჰარმონიზება ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. პროექტის თანახმად, ემისიების შემცირება ეხება არა მხოლოდ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას, არამედ წყალში და ნიადაგში ემისიების შემცირებას, ამ პროცესების მაქსიმალურ კონტროლს, მონიტორინგს და ნარჩენების იმგვარ მართვას, რომ საწარმოო საქმიანობის შედეგად ნარჩენებით გარემოს დაბინძურება დამატებითი პრობლემა არ იყოს არც კერძო სექტორისთვის და არც სახელმწიფოსთვის.

„ასოცირების შეთანხმებით ვალდებულება გვაქვს, რომ პრაქტიკაში დავნერგოთ საუკეთესო, ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების და ტექნიკის შესახებ ევროკავშირში მოქმედი დასკვნები”, – განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა.
კომიტეტში გამართულ შეხვედრაზე კანონპროექტის ძირითად დებულებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა, რომ საკომიტეტო მოსმენების დაწყებამდე, სამუშაო ფორმატში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები