რატი იონათამიშვილი – IRI-ის კვლევაზე: ეს კვლევა არ ეფუძნება ფაქტებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი ​IRI-ის კვლევის შედეგებს აფასებს.

მისი თქმით, ეს არის კვლევა, რომელიც ფაქტებს არ ეფუძნება.

“ეტყობა, “გირჩის” დესტრუქციულ შეხვედრებს რომ აფინანსებენ სტუდენტებთან, მაშინ გამოჰკითხეს და დაწერეს ეს კვლევა. ეს არის კვლევა, რომელიც არ ეფუძნება ფაქტებს, არამედ არის უმეცარი მცდელობა, რომ იმ აღქმების დამკვიდრებას შეუწყონ ხელი, რომელიც გააცოცხლებს “ნაციონალურ მოძრაობას”, მაგრამ როგორი დეზინფორმაციული ასპექტები და პარამეტრებიც არ უნდა იყოს ამ კვლევაში, ის ფაქტი და გარემოება მაინც ვერ დამალეს სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი – კერძოდ, ქართული ჯარისა და პოლიციისადმი, ჩვენი მოსახლეობის ნდობა არის ძალიან მაღალი”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები