რატი იონათამიშვილი: რადიკალური ოპოზიციის იდეები ერთგვარი უშედეგო ქმედებებია კეზერაშვილის სინდიკატის გამართლებისა
რადიკალური ოპოზიციის ქმედებები და იდეები ვფიქრობ, აცდენილია არსებულ საჭიროებებს და და ერთგვარი უშედეგო ქმედებებია თუნდაც კეზერაშვილის სინდიკატის გამართლებისა, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი “ლელოს” ინიციატივას ე.წ. ქოლცენტრების საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას.
დეპუტატის შეფასებით, ფაქტია, რომ საგამოძიებო თვალსაზრისით კეზერაშვილის საქმეზე მუშაობა ნაყოფიერად მიმდინარეობს.
„რადიკალური ოპოზიცია საკუთარ თავს სპეკულაციებში ეძებს. რეალურად, აქ მნიშვნელოვანია ის თანამშრომლობა, რომელიც საქართველოს პროკურატურას ევროპასთან აქვს და შეფასებები, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ამ თანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელიც უმაღლესი სტანდარტისაა. ფაქტია, რომ ამ მხრივ მუშაობა საგამოძიებო თვალსაზრისით ნაყოფიერად მიმდინარეობს და მომავალში ეს კიდევ უფრო იქნება მხარდაჭერილი და ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო სიახლეს გავიგებთ. რაც შეეხება რადიკალური მოძრაობის ამ ქმედებებსა და იდეებს ვფიქრობ, რომ აცდენილია არსებულ საჭიროებებს და ერთგვარი უშედეგო ქმედებებია თუნდაც კეზერაშვილის სინდიკატის გამართლებისა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.