ევროკომისიის წინასწარი შეფასება, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში გატარებულ რეფორმებს შეეხება, ივნისში გაკეთდება.
ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს კორესპონდენტმა, რიკარდ იოზვიაკმა “ტვიტერში” დაწერა.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად იყო ცნობილი, რომ შეფასება მაისის ბოლოს გაკეთდებოდა.