ირაკლი ღარიბაშვილი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას დაესწრება

   საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინუგურაციას დაესწრება. ინაუგურაცია დღეს, თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართება.
მას 80-მდე ქვეყნის პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტის წევრი დაესწრება. თურქეთის რესპუბლიკის ახლადარჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემის ცერემონია პრეზიდენტის ჩანქაის სასახლეში შედგება. ინაუგურაციის შემდეგ კი მიწვეული სტუმრებისთვის საზეიმო მიღება და ოფიციალური ვახშამი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები