ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან მადლობის წერილი მიიღო

საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მადლობის წერილი მიიღო.
როგორც “კვირას“ პრემიერის პრესსამსახურიდან აცნობეს, პრემიერ ნეთანიაჰუს წერილი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა პირადად გადასცა. ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ ქართველ კოლეგას მადლობას უხდის იმ თანაგრძნობისა და თანადგომისათვის, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა ბოლო პერიოდში ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოხატა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ისრაელის ელჩმა ორი ქვეყნის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს, ასევე განიხილეს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული დეტალები და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები.
იუვალ ფუქსმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ისრაელის მთავრობის სახელით თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ისრაელის მეგობრული ურთიერთობები მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები