იაგო ხვიჩია: ნაკლებად მჯერა, რომ ვაშაძის მიერ მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმა მოხდება

აქციების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ნაკლებად მჯერა, რომ ვაშაძის მიერ მოწოდებული აქციებით სასამართლო რეფორმა მოხდება. ამ თვალსაზრისით ცოტა სკეპტიკური ადამიანი ვარ, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ის ოპოზიციას ურჩევს, რომ პარლამენტში განაგრძონ მუშაობა.

„ჯერჯერობით, კარგად მივდივართ. ამ კომისიის ფარგლებში, „ქოცებს“ კანონების მიღებაზე ვათქმევინეთ უარი. ეს გავაგრძელოთ, ამაზე უკეთეს საქმეს ვერასდროს ვერაფერს წარმოვადგენთ. ოპოზიცია ერთმანეთთან საუბარსაც თუ დაიწყებს, ესეც კარგი იქნება. ქუჩას რაც შეეხება, მგონი, ზოგიერთ ოპოზიციონერს ქუჩასთან კარგი მოგონებები არ აქვს და სჯობს, პარლამენტში გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ბრიფინგი გამართა, სადაც ოპოზიციას აქციების დაწყებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები