მიხეილ სარჯველაძე: საქართველოში მშვიდობის მომტანი აღმოჩნდა 2012 წლის პირველი ოქტომბრის გამარჯვება
მომავალი მსხვერპლებისთვის ხელისუფლების ცვლილებით შესაძლებელი გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის თავიდან აცილება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 11 წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა.
“ძალიან ბევრი ადამიანისთვის პირადი ტრაგედიის მომტანი იყო ,,ნაცმოძრაობის,, ხელისუფლება – სწორედ იმ ადამიანებისთვის, მომავალი მსხვერპლებისთვის ხელისუფლების ცვლილებით შესაძლებელი გახდა ძალიან ბევრი ტრაგედიის თავიდან აცილება.
რეალურად, საქართველოში მშვიდობის მომტანი აღმოჩნდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის გამარჯვება, რაც, რა თქმა უნდა, დაფასებას საჭიროებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.