თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს რამადან ბაირამის დღესასწაული მიულოცა

ბათუმის ცენტრალურ მეჩეთში რამადან ბაირამთან დაკავშირებით სადღესასწაულო ლოცვა შესრულდა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მუსლიმ მრევლს დღესასწაული მიულოცა.

,, გილოცავთ რამადან–ბაირამს, დღესასწაულს – რომელიც სიყვარულს, ურთიერთმიტევებას, თანადგომას უკავშირდება.

ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობით, ტრადიციებისა და რწმენის პატივისცემით, ვაძლიერებთ ერთმანეთს, ვაძლიერებთ ჩვენს ქვეყანას!

მშვიდობას და კეთილდღეობას გისურვებთ”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სადღესასწაულო ლოცვას აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები