უკრაინის მოსაზღვრე რუსეთის ქალაქ ბელგოროდის ცენტრალურ ქუჩაზე გვიან ღამით ძლიერი აფეთქება მოხდა.
აფეთქების შედეგად, ახლოს მდებარე მრავალსართულიანი შენობის ნაწილი დაზიანდა. დაზიანდა ასევე 4 ავტომობილი, ხოლო უშუალოდ ქუჩაზე 20-მეტრიანი კრატერი წარმოიქმნა.
ტელეგრამის არხები წერდნენ, რომ “ერთ-ერთ ბინაში ჭურვის ნამსხვრევები იპოვეს, სახლი ევაკუირებულია”.
მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ აფეთქება გამოწვეულია „საავიაციო საბრძოლო მასალის ჩამოვარდნით”, რომელიც ბელგოროდის თავზე რუსული სუ-34-ის ფრენის დროს მოხდა.