ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები მუშაობენ
თბილისში, ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, ადგილზე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც ბიზნესცენტრში დასაქმებულები „კურიერთან“ საუბარში აცხადებენ, ადგილზე 40-მდე ოფისია განთავსებული.
ამ ეტაპზე დაზუსტებით უცნობია, რას უკავშირდება, სამართალდამცველების მობილიზება ბიზნესცენტრის შენობაში, თუმცა, საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა, ე.წ. ქოლცენტრების საქმეს უკავშირდებოდეს.
„კვირა“ დეტალების გარკვევას შსს-ში ცდილობს.