დიმიტრი გვრიტიშვილი: ამდენი წლის განმავლობაში ცილისმწამებლური კამპანია მიდიოდა საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელსაც კულისებიდან საელჩო და აშშ-ის წარმომადგენლობა ხელმძღვანელობდა

„ამდენი წლის განმავლობაში ორკესტრირებული, ცილისმწამებლური კამპანია მიდიოდა საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ, რომელსაც კულისებიდან საელჩო და აშშ-ის წარმომადგენლობა ხელმძღვანელობდა”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მცდელობაა, რომ მოეწყოს მასკარადი და საკანონმდებლო ხელისუფლებამ დაიწყო სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლება.

“ახლა მდგომარეობა ისე შეიცვალა უკვე, რომ ავანსცენაზე თავადაა გამოსული და დაუფარავად აღიარებს, რომ ამ წლების განმავლობაში მისი ინტერესი ზუსტად ეს იყო, რომ სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლების დისკრედიტაცია მომხდარიყო. შემდგომ რაღაც გაურკვეველი საგამოძიებო კომისიაც ჩამოყალიბდეს, რომლის მიზანიც რეალურად ხელისუფლების ფუძემდებლური პრინციპის ხელყოფა იქნება. მცდელობაა, რომ მოეწყოს მასკარადი, საკანონმდებლო ხელისუფლებამ დაიწყო სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლება და მოსამართლეების დაბარებით რაღაც შოუს ელემენტები შეიტანონ ამ პროცესში“,- აღნიშნა გვრიტიშვილმა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ​ამასთან, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები აბსოლუტურად დარწმუნებულია იმაში, რაც დაედო საფუძვლად ოთხი მოსამართლისთვის სანქციის დაწესებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები