გია ცაგარეიშვილი: მართლმსაჯულების მიმართულებით უამრავი რეფორმა ჩავატარეთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ცაგარეიშვილი სასამართლო სისტემის საკითხზე ოპოზიციის მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნას ეხმაურება.
მისი თქმით, მმართველმა გუნდმა მართლმსაჯულების მიმართულებით უამრავი რეფორმა ჩაატარა.
„საპარლამენტო ოპოზიციამ გადაწყვიტა, შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია და დაიწყოს გაცხოველებული საუბარი იმაზე, რომ აქ არის გადაულახავი პრობლემები, მაშინ როცა ჩვენ უამრავი რეფორმა ჩავატარეთ მართლმსაჯულების მიმართულებით. ეს არის ძალიან მძლავრი, ვერაგული დარტყმა ევროინტეგრაციის პროცესზე“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.