“მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის თვითდაზიანებას ეწევა” – გივი მიქანაძე

„პოლონელი ექიმების ჩამოყვანის აზრსაც ვერ ხედავენ, რადგან ეს ადამიანები რეალურად დაინახავენ, რომ კონკრეტული პატიმარი საკუთარი ჯანმრთელობის თვითდაზიანებას ეწევა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ ჟურნალისტებთან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ განაცხადა.
„მთელი ეს კამპანია სიცრუეზეა აგებული. ეს დაინახა საზოგადოებამ და ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის საერთო სცენარის შემადგენელი ნაწილი. პოლონელი ექიმების ჩამოყვანის აზრსაც ისინი იმიტომ ვერ ხედავენ, რომ ეს ადამიანები რეალურად დაინახავენ იმას, რომ კონკრეტული პატიმარი საკუთარი ჯანმრთელობის თვითდაზიანებას ეწევა“, – განაცხადა მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები