რატი იონათამიშვილი: სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიას პერსპექტივა არ აქვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ რატი იონათამიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას პერსპექტივა არ აქვს.

„სააკაშვილის საკითხზე საგამოძიებო კომისიას რომ არანაირი პერსპექტივა არ აქვს, ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობა“ამ შემთხვევაში მარტოა დარჩენილი. რაც შეეხება ამ სპეკულაციებს, რომელიც მაინც გრძელდება და ამ სპეკულაციებმა დაღალა ყველა, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებიც. ვფიქრობ, ძალიან მალე დასრულდება და ამას წერტილს დაუსვამს სტრასბურგის სასამართლო“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები