ბექა დავითულიანი მოსამართლეების სანქცირებაზე: სანქციები წელს ქვემოთ დარტყმის მცდელობაა, ჩემი აზრით, ძალიან უდროო დროს მოხდა და ძალიან დაუსაბუთებლად

ეს სანქციები წელს ქვემოთ დარტყმის მცდელობა იყო. ჩემი აზრით, ძალიან უდროო დროს მოხდა და ძალიან დაუსაბუთებლად იმისთვის, რომ ახლა მომხდარიყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა „ღამის კურიერში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებს.

დეპუტატის თქმით, მმართველმა გუნდმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი არამეგობრული ჟესტი არ განმეორდეს.

„ზუსტად იმიტომ, რომ სასამართლოს ნაწილში კიდევ გვაქვს ნაბიჯები გადასადგმელი 12 რეკომენდაციის ფარგლებში, ზუსტად ამიტომ იყო ეს სანქციები წელს ქვემოთ დარტყმის მცდელობა. ჩემი აზრით, ძალიან უდროო დროს მოხდა და ძალიან დაუსაბუთებლად იმისთვის, რომ ახლა მომხდარიყო.

ამიტომ, რა თქმა უნდა, ყველამ ყველაფერი გავაკეთოთ, იმ რეკომენდაციებში სწორედ სისტემის გაჯანსაღებისკენ მიმართული რეფორმებია ნაგულისხმევი და არა ასე ზოგადი სანქციები. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მსგავსი არამეგობრული ჟესტი არ განმეორდეს და წინასწარ იყოს ეს საკითხები გავლილი. სწორი ასეა და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. იმიტომ, რომ 12 რეკომენდაციის შესრულების და კანდიდატის სტატუსის მოლოდინში, როდესაც ასე კორუფციასთან არიან კავშირში და ამიტომ ვასანქცირებ, ეს ნამდვილად წელს ქვემოთ დარტყმაა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები