ირაკლი კობახიძე: რაც დააკლდება რადიკალურ, არაჯანსაღ ოპოზიციას, სასურველია, რომ ის ხმები წავიდეს არა მმართველი პარტიისკენ, არამედ – ჯანსაღი ოპოზიციისკენ

სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა უკვე BBC-იდან გაიგეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კრიმინალების პოლიტიკური პარტია ყოფილა – იმედი მაქვს, რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერა შემცირებულია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„იმედი მაქვს, რომ ეს ხმები ჯანსაღი ოპოზიციისკენ წავა. რაც დააკლდება რადიკალურ, არაჯანსაღ ოპოზიციას, სასურველია რომ ის ხმები წავიდეს არა მმართველი პარტიისკენ, არამედ ჯანსაღი ოპოზიციისკენ. იმედია, რომ პროცესები ამ მიმართულებით წავა“, – აღნიშნა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები