ჯანდაცვის მინისტრს ადამიანის უფლებათა კომიტეტზე უსმენენ
ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე უსმენენ.
კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, მოსმენა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
მინისტრი პარლამენტში “ლელო -საქართველოსთვის” ინიციატივით იმყოფება.
ზურაბ აზარაშვილი კომიტეტზე აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა საკითხთან დაკავშირებით კითხვებს პასუხობს.
სხდომას ესწრებიან მშობლებიც, რომლებიც რამდენიმე თვეა, მინისტრთან შეხვედრის მოთხოვნით აქციებს მართავენ.