ირაკლი ღარიბაშვილი: მუცოს რეაბილიტაცია 3 წელიწადში დასრულდება

   უნიკალური ძეგლების გადარჩენა და მისი შთამომავლობისთვის შემონახვა ჩვენი მოვალეობაა – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა, რომელიც დღეს მუცოს სტუმრობდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მუცო არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილი.
“ჩვენი თაობის მოვალეობაა, რომ ეს უნიკალური ციხე-ქალაქი შემოვუნახოთ და გავცეთ მომავალ თაობას. 15 წლის განმავლობაში ეს ქალაქი, პრაქტიკულად, იშლებოდა და როგორც იტყვიან, მივუსწარით. წელს დაიწყება სამუშაობი, რომ ის ძეგლები გადავარჩინოთ, რომლებიც ყველაზე მეტად კრიტიკულ მდგომარეობაშია. ჩვენ გვყავს მოწვეული საუკეთესო სპეციალისტები იმისთვის, რომ მომავალ თაობას ძეგლების პირვანდელი სახე შემოვუნახოთ”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მუცოს რეაბილიტაცია 3 წელიწადში დასრულდება.
“მუცო არის არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის, არამედ, თამამად შეიძლება ითქვას, მთელი მსოფლიო კულტურის განუყოფელი ნაწილი. ასეთი ადგილები მსოფლიოში სულ რამდენიმე შეიძლება მოინახოს. ასე რომ, მუცოს აღდგენით, რომელიც დასრულდება 3 წელიწადში, ჩვენ შევქმნით უნიკალურ ტურისტულ ადგილს. აქ გაჩნდება ახალი საშუალება, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა, აშენდეს სასტუმროები”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები