უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონეცკის რეგიონში, ავდიივკაში წინა ხაზი მოინახულა.
ამის შესახებ ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ფოტოებს მისი პრესსამსახური ავრცელებს.
ზელენსკიმ ადგილზე არსებული ინფორმაცია”დონეცკის” ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფების ხელმძღვანელის მოხსენება მოისმინა.
ასევე, პრეზიდენტი საზღვაო ქვეითებს, საჰაერო-სადესანტო, მექანიზებული და საარტილერიო დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებს გაესაუბრა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.