რუსეთმა 50 სატვირთო ხომალდი დაბლოკა, რომლებსაც უკრაინული მარცვლეული უნდა გადაეზიდა

უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი და უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი აცხადებენ, რომ რუსეთმა დაბლოკა 50 ხომალდი, რომლებსაც უკრაინული მარცვლეული უნდა გადაეზიდა.

„რუსეთი კვლავ ბლოკავს 50 ხომალდს სასწრაფოდ საჭირო მარცვლეულით შავ ზღვაში. ევროკავშირი მხარს უჭერს გაეროს და გააგრძელებს [უკრაინის] ექსპორტის მხარდაჭერას „სოლიდარობის დერეფნების“ გასწვრივ, რომლითაც მსოფლიომ მიიღო 25 მილიარდი ტონა მარცვლეული“, – წერს ბორელი Twitter-ზე.

ამასთან, აშშ-ის ელჩის უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, 50 გემი ბოსფორსა და შავ ზღვაშია დაბლოკილი და უკრაინის პორტებში ვერ გადადიან.

„რუსეთი შეთანხმების შესრულების ნაცვლად, უკრაინის ეკონომიკის დახრჩობას და სურსათის ნაკადის შენელებას ცდილობს“, – აღნიშნავს ბრინკი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები