გერმანია ევროკავშირს რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორისთვის სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
გერმანია ევროკავშირს მოუწოდებს, რომ რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორი სანქცირებულთა სიაში შეიტანოს. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
ევროკავშირმა თებერვალში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა, თუმცა ასობით მილიონი ევროს ღირებულების ვაჭრობა რუსეთის ატომურ ენერგეტიკულ ინდუსტრიასთან სანქციების ფარგლებში არ მოექცა.
„გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ ევროკომისიასთან საუბარში მხარი დაუჭირა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებში სამოქალაქო ბირთვული სექტორის ჩართვას. ეს უნდა იყოს სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.