“უკრაინა ვერ ხედავს ჩინეთის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდების ფაქტებს” – ოლექსი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ კიევი ვერ ხედავს პეკინის მიერ მოსკოვისთვის იარაღის მიწოდების ფაქტებს.

ამის შესახებ მან პენტაგონის საიდუმლო მასალების გაჟონვის კონტექსტში თქვა.

„თქვენ გახსოვთ, როდესაც ირანული დრონები გამოჩნდა, მაშინვე განვაცხადეთ. დაწვრილებით მოვიპოვეთ ინფორმაცია, მათ შორის, იმ ქვეყნების შესახებ, რომელთა კომპონენტები იყო გამოყენებული. ოფიციალურად დავუკავშირდით მათ კითხვით, რატომ მოხდა ეს და რომ უნდა შეწყდეს. ჩვენს ფრონტზე ამჟამად ჩვენ ჩინურ იარაღს ვერ ვხედავთ“, – განაცხადა მან.

მანამდე, Washington Post-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ჩინეთი რუსეთს იარაღს გადასცემს, რასაც პეკინში უარყოფენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები