აშშ-ში მოსწავლის დაბადების დღეზე სროლა მოხდა – სულ მცირე, 4 ადამიანია დაღუპული, ათობით დაშავებული

ალაბამას შტატის ქალაქ დადევილში სკოლის მოსწავლის 16 წლის იუბილეზე, საცეკვაო ცენტრ Mahogany Masterpiece Dance Studio-ში სროლას, სულ მცირე, 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უცხოური მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად, 28 ადამიანი დაშავდა, მათი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც Reuters-ი წერს,  მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 15 აპრილს მოხდა, ამ დრომდე მსროლელის შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, არც მისი ქმედების მოტივი და არც ის, დაკავებულია თუ არა.

შტატის პოლიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ “გამოძიება გრძელვადიანი და რთული იქნება”.

ცნობილია, რომ დაღუპულთა შორის თავად იუბილარი – ფილ დაუდელია, რომელიც სკოლას ამთავრებდა და ჯექსონვილის უნივერსიტეტში გეგმავდა სწავლის გაგრძელებას.

მომხდარს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა.

მისი თქმით, „ამერიკაში იარაღი არის ბავშვების ნომერ პირველი მკვლელი და რიცხვი მხოლოდ იზრდება. სანამდე მივედით, თუ ბავშვებს შიშის გარეშე ვერ მიდიან დაბადების დღეზე?”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები