კახა კალაძე: ის, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი დავარდა, ღიმილის მომგვრელია

კახა კალაძისთვის გაუგებარია ის მეთოდოლოგია, თუ როგორ აწარმოებს NDI -ი გამოკვლევებს
საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე NDI- ს კვლევებს გამოეხმაურა.
მინისტრისთვის გაუგებარია ის მეთოდოლოგია, თუ როგორ აწარმოებს NDI -ი გამოკვლევებს.
“გაუგებარია ის მეთოდოლოგია, თუ როგორ ხდება ეს გამოკითხვები. გაურკვეველია ის, თუ რამდენად გამჭვირვალეა ეს პროცესები. გავიხსენოთ 2012 წლის არჩევნები და NDI -ის კვლევები რამდენად შეუსაბამო იყო ის. ის, რომ “ქართული ოცნების” რეიტინგი დავარდა, ცოტა ღიმილის მომგვრელია, რადგან ვიცით, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება კოალიციის მიმართ”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები