Reuters: ბაიდენი მალე გამოაცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მალე გამოაცხადებს გადაწყვეტილებას 2024 წელს მეორე საპრეზიდენტო ვადით კენჭისყრის შესახებ. ამის შესახებ 14 აპრილს, პარასკევს, Reuters-მა დაწერა.
ბაიდენის თქმით, მან უკვე განაცხადა, რომ კვლავ აპირებს კენჭისყრას.
„ეს გამოთვლები უკვე გავაკეთე. ამის შესახებ მალე გავაკეთებთ განცხადებას. მე ადრეც გითხარით, რომ ჩემი გეგმა არის ხელახლა კენჭისყრა”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები შეერთებულ შტატებში 2024 წლის 5 ნოემბერს არის დაგეგმილი.