იაპონიის პრემიერმინისტრის საჯარო გამოსვლის ადგილთან ახლოს აფეთქება მოხდა

იაპონიის ქალაქ ვაკაიამაში ქვეყნის პრემიერმინისტრის, ფუმიო კიშიდას საჯარო გამოსვლის ადგილთან ახლოს აფეთქება მოხდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან.

პრემიერმინისტრი ფუმიო კიშიდა უსაფრთხო ადგილას, შემდეგ კი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ის გარკვეული დროის განმავლობაში რჩებოდა. სამართალდამცავებმა ინციდენტის ადგილზე ერთი ადამიანი დააკავეს.

თვითმხილველების თქმით, უცნობმა პირმა „ბრინჯის ყანაში ვერცხლის ცილინდრი ჩააგდო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები