ზელენსკი: არ დავტოვებთ რუსეთის კვალს ჩვენს მიწაზე, არც ერთი მტერი დაუსჯელი არ დარჩება

ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არც ერთ კვალს ჩვენს მიწაზე. არც ერთ მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სლავიანსკში, საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რუსეთი აუცილებლად აგებს სამართლიან პასუხს ტერორიზმის ყველა გამოვლინებაზე.

„ოკუპანტებმა ქალაქი სლავიანსკი სასტიკად დაბომბეს. დაარტყეს საცხოვრებელ კორპუსებს. სამწუხაროდ, არიან დაჭრილები და დაღუპულები. ბოროტი სახელმწიფო კიდევ კვლა აჩვენებს თავის არსს. ის უბრალოდ კლავს ხალხს დღის შუქზე და ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას. აუცილებლად იქნება სამართლიანი პასუხისმგებლობა ტერორიზმის ყველა გამოვლინებაზე. ჩვენ არ დავტოვებთ რუსეთის არც ერთ კვალს ჩვენს მიწაზე. არც ერთ მტერს დაუსჯელს არ დავტოვებთ“, – წერს ზელენსკი Facebook-ზე.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს. ოკუპანტების იერიშის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები